Accentnews.ge
პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირისგან თავდაცვითი ხაზის შექმნას ითხოვენ

პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირისგან თავდაცვითი ხაზის შექმნას ითხოვენ

27/06/2024 12:37:01 ევროპა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, შექმნას თავდაცვითი ხაზი რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტის წინ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს ახალი „რკინის ფარდა“ ევროპაში, პრემიერმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს მსგავსი შედარება, რადგან სინამდვილეში პირიქითაა.

„ჩვენი ინიციატივაა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები აგრესიული რუსეთისა და ბელარუსისგან. აგრესიული ქცევა ჩვენს საზღვრებზე, ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებაა და არა მხოლოდ პოლონეთის“, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ სამხედრო საფრთხეზე, რადგან მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, არამედ რუსეთისა და ბელარუსის პროვოკაციებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იარაღად მიგრანტებს იყენებენ.

„ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია არა მხოლოდ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, არამედ ჩვენი საერთო ევროპული თავდაცვის პოლიტიკისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის გარე საზღვარზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ახლა ყველა პარტნიორს ევროკავშირში ესმის ამ ზომების აუცილებლობა.

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საბერძნეთის პრემიერ–მინისტრთან ერთად შემეთავაზებნა ერთობლივი საჰაერო თავდაცვის ინიციატივა „Sky Shield“ და თავდაცვის ხაზი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში - „აღმოსავლეთის ფარი“ ინფრასტრუქტურითა და გამაგრებით“, - განაცხადა ტუსკმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ოთხშაბათს მოუწოდეს ევროკავშირს, ააშენოს თავდაცვითი ხაზი რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ. ქვეყნების ლიდერები ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ხაზი აუცილებელია ევროკავშირის დასაცავად რუსეთის ფედერაციის სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე ქმედებებისგან.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ საზღვარზე ბალტიისპირეთის ერთობლივი თავდაცვითი ზონის შექმნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S