Accentnews.ge
სეულში ფხენიანის გეგმებზე ისაუბრეს რუსებისთვის ძალების გაგზავნის თაობაზე

სეულში ფხენიანის გეგმებზე ისაუბრეს რუსებისთვის ძალების გაგზავნის თაობაზე

27/06/2024 13:24:04 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ივლისში აპირებს თავისი საინჟინრო ჯარების გაგზავნას უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „აღდგენითი სამუშაოების“ ჩასატარებლად, განუცხადა სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ TV Chosun-ს. ამჟამად, დანაყოფები, რომლებიც შეიძლება გაიგზავნონ უკრაინაში, ჩინეთში იმყოფებიან. რუსეთი დაჰპირდა, რომ გადაუხდის ჩრდილოეთ კორეას მეზობელი ქვეყნის ოკუპაციაში დახმარებისთვის, – თქვა წყარომ.

პენტაგონმა ამ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში გაიგზავნება, ისინი "საზარბაზნე ხორცად" იქცევიან.

”მე რომ ვიყო ჩრდილოეთ კორეის ჯარების ლიდერი, ეჭვქვეშ დავაყენებდი ძალების "საზარბაზნე ხორცებად" გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ომში”,– განაცხადა ამერიკის სამხედრო დეპარტამენტის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა 19 ივნისს ფხენიანში მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, განმარტა პუტინმა ფხენიანში მოგზაურობის შემდეგ. ასევე, მისი თქმით, მოსკოვი "არ გამორიცხავს" სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ფხენიანთან, რაც ამჟამად აკრძალულია გაეროს სანქციებით.

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს 2022 წლის ზაფხულიდან ამარაგებს. ამას წინ უძღოდა პუტინის მიმართვა დახმარების თხოვნით უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობასთან დაკავშირებით. თითქმის 5 მილიონი საარტილერიო ჭურვი, ისევე როგორც ბალისტიკური რაკეტები, უკვე გაიგზავნა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ფედერაციაში, სანაცვლოდ, მოსკოვმა დაიწყო ფხენიანისთვის ჯაშუშური სატელიტური პროგრამის მიწოდება, განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონმა.

The Washington Post-ის თანახმად, მხოლოდ გასული წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრამდე ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დაახლოებით 1,6 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ შორეული აღმოსავლეთის ორი პორტიდან სულ 74 ათასი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა მიტანილი უკრაინის საზღვარზე მდებარე 16 დასახლებაში.

20 ივნისს პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ სჭირდება ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში:"არავისთვის გვითხოვია, არავის შემოუთავაზებია, ამიტომ საჭიროება არ არის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S