"ხელისუფლება ინარჩუნებს შანსს, პირველი ადგილი მიიღოს ამ არჩევნებზე"

15-01-2020 16:48:57 ციტატა

"ოპოზიციის და საზოგადოებს ამოცანაა, შეინარჩუნოს ერთობა, რათა ვუბიძგოთ ხელისუფლებას, დათმოს ის, რაც ქვეყანას სტაბილურობას მოუტანს. ვგრძნობ, ხელისუფლებაში სიმშვიდის ტალღა წამოვიდა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ მიაჩნიათ, რომ უნდათ. ვიტყოდი, რომ ხელისუფლება დღემდე ინარჩუნებს შანსს, პირველი ადგილი მიიღოს ამ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობლი. მაგრამ მან შეიძლება, ეს შანსი დაკარგოს, თუ არაგონივრულად მოიქცევა. ხელისუფლება დღეს იბრძვის არა მხოლოდ იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გავიდეს, არამედ იმისთვის, რომ ყველაფერი მას ჰქონდეს და ეს ძალიან არაგონივრული ნაბიჯი იქნება".

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ დროისთვის ერთობას ინარჩუნებს და გაგრძელდება მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან საარჩევნო თემტიკაზე შეხვედრები დიპლომატების ჩართულობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები