დაღესტნის ტერაქტების შემდეგ ოლქის ყოფილი მეთაურის ექვსი შვილი დააკავეს

27-06-2024 17:46:41 კავკასია

დაღესტანში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ ოლქის სამსახურიდან გათავისუფლებული გამგებლის მაგომედ ომაროვის ექვსი შვილი დააკავეს.

რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ მათ წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან. ომაროვის 2 შვილი და 1 ახლო ნათესავი დაღესტნის ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. ტერაქტებიდან მცირე დროში თანამდებობიდან მოხსნეს და დააკავეს თავად ოლქის გამგებელიც.

TASS-ის ცნობით, ომაროვის ექვს ვაჟს 2–დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. კონკრეტულად რაში დასდეს ბრალი, უცნობია.

ინტერნეტში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც, როგორ ამტკიცებენ, ომაროვის ვაჟები პატიებას ითხოვენ ტერაქტში მონაწილე ნათესავების გამო. ვიდეოში მხოლოდ ხუთი ადამიანი ჩანს.

23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, დაშავდა 50.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები