
საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი შესაძლოა, გადაურჩეს სასჯელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
27/06/2024 14:12:47 მსოფლიო
99 წლის გერმანელი კაცი, რომელიც უნდა გაესამართლებინათ მეორე მსოფლიო ომის დროს საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მცველად მუშაობისთვის, შესაძლოა სასამართლო პროცესებს გადაურჩეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის შესახებ RBB24 იტყობინება.
სასამართლო პროცესები ჰანაუს რეგიონულ სასამართლოში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ოთხშაბათს, 26 ივნისს, სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყვიტა, არ დაიწყოს სასამართლო გამოძიება, რადგან ბრალდებული, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს წინაშე წარდგომას ვეღარ შეძლებს.
ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯერ არ არის და შეიძლება, გასაჩივრდეს.
2023 წლის აგვისტოში, პროკურორებმა მამაკაცს ბრალი წაუყენეს მკვლელობაში თანამონაწილეობის 3300-ზე მეტ ეპიზოდში 1943 წლის ივლისიდან 1945 წლის თებერვლამდე ნაცისტურ საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მცველად მუშაობის გამო, სადაც ათიათასობით ადამიანი დაიღუპა არაადამიანურ პირობებში.