Accentnews.ge
ირანი ამერიკელ სამხედროებთან ერთად ევროპელებსაც ემუქრება

ირანი ამერიკელ სამხედროებთან ერთად ევროპელებსაც ემუქრება

15/01/2020 13:22:08 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის თქმით, უცხო ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები უნდა გაიყვანონ, რადგან მათ შესაძლოა, „საფრთხე შეექმნათ“.

„დღეს ამერიკელი ჯარისკაცია საფრთხის ქვეშ, ხვალ შესაძლოა, ევროპელი ჯარისკაცი იყოს“,-განაცხადა როუჰანმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ირანმა სრულიად მიმდინარე წლის 5 იანვარს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულ მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადება 8 იანვარს შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S