
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
27/06/2024 15:26:33 საზოგადოება
სპეცდანაყოფ „თბილისის“ ცნობით, უკაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ამირან ზოიძე დაიღუპა.
იგი ავდიივკას მიმართულებით იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.