
პოდოლიაკი: უკრაინის შესახებ ნაიჯელ ფარაჟის მოსაზრებები ამაზრზენია
27/06/2024 17:22:20 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის შესახებ ბრიტანელი მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის მოსაზრებები ამაზრზენია. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ცხადია, ნებისმიერი წინადადება, რომელიც უკრაინას კაპიტულაციის სასურველობაზე მიუთითებს, უკიდურესად ამაზრზენია მორალური თვალსაზრისით და ერთობ ახლომხედველია პოლიტიკური თვალთახედვით, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიული სურვილების ზრდას. ბატონი ფარაჟის წინადადება ასე გამოიყურება: "ისინი მოვიდნენ უკრაინის დასანგრევად, ისინი მოვიდნენ უკრაინელების დასახოცად. მაგრამ თქვენ, უკრაინელები, მაინც უნდა დადგეთ მუხლებზე და დაეთანხმოთ ამას. საკუთარი მიწები უნდა დათმოთ. უნდა დათმოთ თქვენი შინაგანი და საგარეო სუვერენიტეტი. უნდა დაივიწყოთ მოტაცებული ბავშვები და სისტემატური წამება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთისგან არაფერი არ უნდა მოითხოვოთ". ეს მინიმუმ, სასაცილო და უსამართლოა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
გასული კვირის ბოლოს ფარაჟმა განაცხადა, რომ "დასავლეთმა, ევროკავშირისა და ნატო–ს სახით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების გადაწყვეტილებით მოახდინეს პუტინის პროვოცირება, თავს დასხმოდა უკრაინას". გარდა ამისა, ფარაჟმა განაცხადა, რომ "უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაფიქრდეს, რამდენად რეალისტურია რუსეთის მიერ მიტაცებული ყველა უკრაინული ტერიტორიის დაბრუნება'.
დიდი ბრიტანეთის ყველა დიდი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დაგმეს ფარაჟი ამ გამონათქვამებისთვის. ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიცნევს, რომ ფარაჟის მოსაზრებები რუსულ პროპაგანდას ემთხვევა.