Accentnews.ge
პატრიარქი: საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად

პატრიარქი: საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად

27/06/2024 17:31:22 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად.

„ყველას გულიღთადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად. არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად. ეცადოთ, თქვენც და თქვენი შვილებიც რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოსწყდეთ წინაპართა ფესვებს და ძალისაებრ თქვენისა ხელი შეუწყოთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარშემო. დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში, რომელიც, "საზოგადოებრვი მაუწყებლის" ცნობით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა.

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S