ევროკავშირის ლიდერები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განმარტოს ზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას

28-06-2024 09:21:50 პოლიტიკა

ევროკავშირის ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, განმარტოს ზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „აგენტების კანონის“ დამტკიცება შეფასებულია უკუსვლად კომისიის მიერ კანდიდატის სტუტუსთან დაკაშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტოს მიმდინარე კურსის შეცვლით განპირობებული თავიანთი ზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას და დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო გამოდის მოწოდებით, რომ დასრულდეს "სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინება, მუქარა და ფიზიკურ თავდასხმები".

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შეახსენებენ, რომ "ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემას ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც წევრობისკენ მისწვაფის, მნიშვნელვანი როლი აქვს".

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორი ქვეყნების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო პროცესი.

"საბჭო გააგრძლებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას", – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის იმეორებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველ ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები