Accentnews.ge
ევროკავშირის ლიდერები ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე შეთანხმდნენ

28/06/2024 05:31:13 მსოფლიო

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე, 5–წლიანი ვადით წარადგინეს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი - ჯოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.

ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S