Accentnews.ge
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა

28/06/2024 06:22:42 მსოფლიო

აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა.

ტელეკოპანია CNN-ის მიერ ორგანიზებულ დებატებში კანდიდატებს შესთვაზეს პასუხების გაეცათ ამერიკელებისთვის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა: მაღალი ინფლაცია, აბორტის უფლება, უკანონო მიგრაცია, უკრაინისადმი დახმარება, ოჯახისა და ბავშვების მხარდაჭერა, აფროამერიკელების პრობლემები, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, არჩევნების შედეგების პატივისმევა და სხვა.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა რეცესიის შედეგებს, რომელიც COVID–19–ის პანდემიით იყო გამოწვეული, რომ მისი ადმინისტარციის პოლიტიკის დამსახურებით მცირდება ინფლაცია, შეამცირდა წამლებზე ფასები ხანდაზმული ამერიკელებისთვის. მისივე თქმით, გადასახადებს გაუზრიდს მაღალშემოსავლიან ამერიკელებს სოციალური პროგრამების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური ზრდა მისი პრეზიდნეტობის დროს გადასახადების შემციტებითა და ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირების პოლიტიკის შედეგია. მან ბაიდენი დაადანაშაულა არალეგალური მიგრაციის წახალისებაში, რაც მისი თქმით, კიდე უფრო აზიანებს ხელმოკლე ამერიკელების მდგომაროებას.

დებატების დაძაბული ნაწილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდებოდა. დონალდ ტრამპმა კვლავ გამეორა თავისი მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინაში ვერ შეიჭრებოდა, თვითონ რომ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, ბაიდენის პოლიტიკას ვითარება მესამე მსოფლიო ომამდე მიჰყავს.

ბაიდენმა კი თქვა, რომ ტრაპის მოქმედებები, ის რომ მას არ სურს უკრანისადმი დახმარება, შესაძლოა, პუტინს უბიძგებდეს თავს დაესხას ნატო–ს წევრ რომელიმე სახელმიფოს რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

ტამპმა თქვა, რომ ის პუტინის მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი დარეგულირების გეგმას არ ეთანხმება და რუსეთის პრეზიდენტს დამნაშავე უწოდა. თუმცა დაამატა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეძლებს უკრაინაში ომის შეწყვეტას მანამდე, ვიდრე ოფიციალურად საპრეზიდენტო უფებამოსილების შესრულებას შეუდგება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S