Accentnews.ge
რუსეთი ქვეყნის 6 ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი ქვეყნის 6 ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

28/06/2024 07:29:34 მსოფლიო

რუსეთი ქვეყნის 6 ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.

"საჰაერო თავდაცვამ წუხელ ბრიანსკის ოლქის თავზე 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, 9 - სმოლენსკის თავზე, 2 - კურსკში, თითო-თითო კი - თითო ვორონეჟსა და როსტოვში", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმაც. მისი თქმით, დრონი მიჩურინის მუნიციპალურ ოკრუგში, ნავთობის საცავში დაეცა, სადაც ხანძარი გაჩნდა.

გუბერნატორის თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S