Accentnews.ge
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

28/06/2024 07:32:44 მსოფლიო

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება. ამჯერად, შეტევა ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე განხორციელდა.

ოლქის გუბერნატორი მაქსიმ ეგოროვი ამბობს, რომ "უკრაინული დრონით თავდასხმა მიჩურინსკის მუნიციპალურ ოლქში მოხდა და გაჩნდა ხანძარი".

მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღიურად ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე რუსეთი უკრაინას „ტერორისტულ შეტევებში" ადანაშაულებს.

უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S