
პრემიერი – ეროვნულ ნაკრებზე: "სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას"
28/06/2024 09:47:09 ციტატა
"ევროპის ჩემპიონატზე გვყავდა რთული მეტოქეები, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა, სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
ცნობისთვის: 26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.