აბაშაში წყლის ქსელის დაზიანებით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები მესამე დღეა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება

15-01-2020 21:53:30 რეგიონები ,რეკლამა

ქალაქ აბაშისა და მიმდებარე სოფლების წყლის მიწოდების აღდგენის მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კონპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მესამე დღეა სამუშაო პროცესში, კომპანიის ტექნიკურ და საავარიო ჯგუფებთან ერთად, ჩართულია შესაბამისი სამსაახურები და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რეგიონებიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.

ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება გაგრძელდება წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები