Accentnews.ge
ფინეთი უკრაინას 159 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ფინეთი უკრაინას 159 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

28/06/2024 14:11:41 მსოფლიო

ფინეთი უკრაინას 159 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

"ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმასთან ბრძოლაში. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, საბოლოო ჯამში, ყველა თავისუფალი ხალხის არსებობის უფლებას", -განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

რას მოიცავს კონკრეტულად პაკეტი და მისი მიწოდების დრო არ ზუსტდება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა და უკრაინამ აპრილში ხელი მოაწერეს უსაფრთხოების 10 წლიან შეთანხმებას. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინას ფინეთმა უკვე 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S