Accentnews.ge
ცხინვალი თბილისს "საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს

ცხინვალი თბილისს "საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს

15/01/2020 20:43:39 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან უპილოტო საფრენი აპარატით "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს,– იუწყება „რესი“.

ამავე წყაროს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი 14 იანვარს ოთხი საათის განმავლობაში, სადაზვერვო მიზნებით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ახორციელებდა ფრენას, რის შემდეგაც, ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში შევიდა და 944.8 სიმაღლეზე ფრენდა. შემდეგ კი ტერიტორია დატოვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, "ეს მორიგი დარღვევა ადასტურებს, თბილისის მიზნებს, საზღვარზე ვითარების შემდგომი ესკალაცია განაგრძოს".

„საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მიზანმიმართულად ახდენს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონსტრუქციული ნაბიჯების იგნორირებას, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობის და ორმხრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შეიწყალა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S