
უკრაინა: დონეცკის ოლქში რუსული "სუ-25" ჩამოვაგდეთ
28/06/2024 14:15:52 მსოფლიო
უკრაინა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე იუწყება.
კერძოდ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა დონეცკის ოლქში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "იგლის" გამოყენებით რუსული "სუ-25" ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.