
ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
28/06/2024 14:53:28 მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1 სექტემბრისთვის დაინიშნა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს, ვადის შეცვლით უფრო სწრაფად გააყალბოს არჩევნები.