Accentnews.ge
ბრიტანეთის სასამართლომ  "იმედის" მფლობელს 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ბრიტანეთის სასამართლომ "იმედის" მფლობელს 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

29/05/2019 11:41:08 სხვა, სამართალი

ბრიტანეთის სასამართლომ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელ ირაკლი რუხაძეს 350 მლნ დოლარის გადახდა დააკისტრა, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2“.

მისვე ცნობით, ბრიტანულმა სასამართლომ უარი თქვა ირაკლი რუხაძის ადვოკატების სარჩელზე, 2018 წლის ნოემბერში მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია "სელფორდ კაპიტალს" მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსამართლემ საკუთარ განაჩენში სწორად დაადგინა, რომ აპლიკანტებმა დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულება და აპლიკანტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, მისი ანალიზი და დასაბუთება არავითარ სამართლებრივ ნაკლოვანებას და ხარვეზს არ შეიცავს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს", – იუწყება "რუსთავი 2".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S