
გემანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
30/06/2024 09:45:51 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩის დაწყებამდე საქართევლოს წარმატებას უსურვებს.
"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ", - დაწერა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.