Accentnews.ge
საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

30/06/2024 09:55:17 საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

მისი ცნობით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

26 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S