
ზელენსკი განმარტავს, რუსეთთან მოლაპარაკების რომელ მოდელს დაუჭერს მხარს
30/06/2024 19:03:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რუსეთთან მოლაპარაკების რომელ მოდელს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ, უკრანული მედიის ცნობით, ზელენსკიმ გამოცემა The Philadelphia Inquirer-თან საუბრისას განაცხადა.
„ეს მოდელი პირველად გამოიყენეს მარცვლეულის დერეფნის მაგალითზე, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან. მათ, თავის მხრივ, აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენთან მოლაპარაკებაზე, შემდეგ კი ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გამოცემასთან ინტერვიუში ზელენსკი ომში მხარეების დანაკარგებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა თანაფარდობა რუსებთან არის 1:6-თან.
"რუსეთის რიგებში მსხვერპლი განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო თვეებში ხარკოვისა და პოკროვსკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლების შედეგად", – განაცხადა მან.