Accentnews.ge
იაპონიის საელჩო: "დიდ მადლობას ვუხდით ეროვნული ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამოსვლისთვის"

იაპონიის საელჩო: "დიდ მადლობას ვუხდით ეროვნული ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამოსვლისთვის"

01/07/2024 06:44:22 ციტატა

"ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით დიდ მადლობას ეროვნული ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამოსვლისთვის! გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში!", – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S