Accentnews.ge
ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან თავდასხმა მოხდა

ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან თავდასხმა მოხდა

01/07/2024 06:47:50 მსოფლიო

25 წლის მამაკაცმა არბალეტიდან ესროლა სერბ პოლიციელს, რომელიც ისრაელის საელჩოს იცავდა. საპასუხოდ პოლიციელმა ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.

დაშავებულ პოლიციელს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.

მისი ცნობოთ, თავდამსხმელი ნოვი პაზარში ცხოვრობდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ბოსნიელი მუსლიმები არიან. როგორც სააგენტო Tanjug აღნიშნავს, სერბეთის ხელისუფლება განიხილავს ვერსიას, რომ თავდამსხმელი ვაჰაბიზმის მიმდევარი იყო.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან, თავად საელჩო კი დროებით დაიკეტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S