Accentnews.ge
საუდის არაბეთი თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

საუდის არაბეთი თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

01/07/2024 06:55:26 მსოფლიო

ლიბანში საუდის არაბეთის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ლიბანი ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის დაძაბულობის ზრდის გამო.

"საუდის არაბეთის საელჩო ლიბანის რესპუბლიკაში ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს სამხრეთ ლიბანში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს პატივი სცენ ლიბანში მოგზაურობის აკრძალვას და მოუწოდებს იქ მყოფ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანის ტერიტორია." - ნათქვამია საელჩოს მიერ X-ზე გამოქეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება შეიძლება რამდენიმე კვირაში დაიწყოს, თუ ვერ მიიღწევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

გაეროში ირანის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში "გამანადგურებელი ომი დაიწყება."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S