Accentnews.ge
რუსეთის რეგიონებზე მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის რეგიონებზე მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

01/07/2024 07:10:13 მსოფლიო

რუსეთში 36 დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადეს ქვეყნის რიგ რეგიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 18 უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს ან ჩაახშეს“ ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო 9 – კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ გრეივორონსკის ურბანული რაიონი იყო თავდასხმის ქვეშ. მისი თქმით, სავარაუდოდ, დაზიანდა ორი ოჯახი და ერთი მანქანა, დაინგრა კერძო სახლი.

ზარალის შესახებ რუსეთი არ საუბრობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის უკან კიევი დგას. უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ტერიტორუებზე ხშირად ხორციელდება თავდასხმები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S