
უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
01/07/2024 08:09:24 მსოფლიო
უნგრეთი ქვეყანა დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში – 2024 წლის დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
უნგრეთის თავმჯდომარეობამ მთავარ პრიორიტეტებად, მათ შორის დაასახელა ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვნების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდება.