
ნიურნბერგთან პოლიციელებმა მოკლეს ირანელი, რომელიც მათ თავს დაესხა
01/07/2024 08:23:08 მსოფლიო
ბავარიის ქალაქ ლაუფ ან დერ პეგნიცში, რომელიც ნიურნბერგის მახლობლად მდებარეობს, დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა გერმანიის ფედერალურ პოლიციის სამ თანამშრომელს. პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაიჭრა, იტყობინება პოლიციის პრესსამსახური.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, თავდამსხმელი ირანის 34 წლის მოქალაქეა. ის თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს ქალაქის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ისინი ქუჩებში პატრულირებდნენ. ის ჯერ პოლიციის მანქანას დაესხა თავს, შემდეგ კი თავად პოლიციელებს.
იმავე დღეს საღამოს თავდამსხმელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივი უცნობია. პოლიციელები არ დაშავებულან.