Accentnews.ge
უკრაინის სპეცსამსახურმა რადას შენობის მიტაცების აღკვეთის შესახებ განაცხადა

უკრაინის სპეცსამსახურმა რადას შენობის მიტაცების აღკვეთის შესახებ განაცხადა

01/07/2024 08:54:50 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია აქტივისტების ჯგუფის დაკავების შესახებ, რომლებიც, "აპირებდნენ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების გამოცხადებას და უმაღლესი რადას შენობის დაკავებას". გეგმა უნდა განხორციელებულიყო კონსტიტუციის დღის აღნიშვნის შემდეგ, რომელიც უკრაინაში 28 ივნისს აღინიშნება.

სპეცსამსახურის ცნობით, ჯგუფს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც „ცნობილია თავისი ანტიუკრაინული ქმედებებით 2015 წლიდან“. გეგმის მიხედვით, როგორც სპეცსამსახური აღნიშნავს, კიევის ცენტრში საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, რომლის მონაწილეებმაც "შეთქმულების შესახებ" არ იცოდნენ.

ამტკიცებენ, რომ დაკავებულები ქვეყანაში „სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის არევას“ გეგმავდნენ, რასაც „რუსეთის სასარგებლოდ“ უნდა ეთამაშა. უწყებას დაკავებულების მოსკოვთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამ დროისთვის დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კიევიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან. მათ ედავებიან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლის ან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი არის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით.

მაისში სპეცსამსახურმა გამოაცხადა, რომ აღკვეთა პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, რომელიც პრეზიდენტის დაცვის წევრების მიერ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S