
უკრაინის 11 ოლქზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა
01/07/2024 10:33:16 მსოფლიო
გასული დღის განმავლობაში რუსული ძალების თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 41 ადამიანი.
რუსეთის სამიზნე გახდა უკრაინის 11 ოლქი: ჩერნიხივი, მიკოლაივი, ლუგანსკი, კიროვოგრადი, ზაპორიჟიე, სუმი, დნეპროპეტროვსკი, კიევი, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი. მსხვერპლი ბოლო ხუთ რეგიონში იყო.
დონეცკის ოლქის გუბერნატორის ვადიმ ფალაშკინის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. პოკროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რუსული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ოცდაერთი სახლი და ორი მანქანა. ბახმუტის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა ქალაქ ტორეცკში, ერი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა სივერსკის თემში. რუსული ძალები თავს დაესხნენ ქალაქ უკრაინსკსაც, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ორი და დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი. ორი ადამიანი დაშავდა ქალაქ ნიუ-იორკზე (დონეცკის ოლქი) და კიდევ ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად.
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინიეგუბოვის განცხადებით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ რეგიონულ ცენტრს FAB-500 ბომბებით. დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი და დაზიანდა რვა მანქანა.
ხერსონის ოლქში, გუბერნატორ ალექს პროკუდინის თქმით, რუსულმა ძალებმა 24 დასახლებას შეუტიეს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
კიევში თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ნამსხვრევებმა დააზიანა სამი სახლი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, საწყობი და 16 მანქანა.
დნეპროპეტროვსკის ოლქში, დნეპროს რეგიონულ ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.