
მწერალი ისმაილ კადარე გარდაიცვალა
01/07/2024 12:36:54 მსოფლიო
ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კადარე გამომცემლის და რედაქტორის ბუჯარ ჰუდჰრის ცნობით, მწერალი 1 ივლისს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
ისმაილ კადარეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტებია "ალყა", "ოცნებების სასახლე", "მკვდარი არმიის გენერალი" და "გახლეჩილი აპრილი".
1990 წელს ისმაილ კადარე კომუნისტური ალბანეთიდან საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. კადარეს ტექსტები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულ ენაზეა გამოცემული "მკვდარი არმიის გენერალი" და "გახლეჩილი აპრილი". ისმაილ კადარე რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, ასევე მიღებული აქვს ბუკერის პრემია.