
ფინეთმა აშშ-ს ქვეყნის ტერიტორიაზე 15 სამხედრო ბაზის გახსნის ნება დართო
01/07/2024 13:49:30 ევროპა
ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას და მის ფარგლებში აშშ-ს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ 15 სამხედრო ობიექტზე წვდომა მისცა.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს უფლება ეძლევა, ამ ობიექტებზე თავისი სამხედროები და ტექნიკა მუდმივ საფუძველზე განალაგოს. თავის მხრივ, ფინეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს, უზრუნველყოს იმ ადგილების უსაფრთხოება, რომლებსაც ამერიკელები გამოიყენებენ.
ფინეთის თავდაცვის მინისტრ ანტი ჰაკანენის განცხადებით, რუსული საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჰელსინკი და ვაშინგტონი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავენ.
ცნობისთვის: ანალოგიური შეთანხმებები აშშ-ს სადღეისოდ 20-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს.