
რეპერი კანიე უესტი მოსკოვში შენიშნეს
01/07/2024 13:52:34 მსოფლიო
რუსული მედიასაშუალებები, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმა VKontakte-ს პროფილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ რეპერს კანიე უესტს ეკუთვნის, იუწყებოდნენ, რომ მუსიკოსი რუსეთის დედაქალაქს სტუმრობდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებზე ჩანს კანიე უესტი, რომელიც მოსკოვში, სასტუმრო Four Seasons-სა და სხვა ადგილებში იმყოფება.
VKontakte-ს პროფილი და სხვა მედიაწყაროები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რეპერი მოსკოვში ჩავიდა თავისი ახლობლის დიზაინერ გოშა რუბჩინსკის დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით და რომ ეს არის კერძო ვიზიტი და უესტი კონცერტის ჩატარებას არ გეგმავს.
კანიე უესტმა სადებიუტო ალბომი 2004 წელს გამოუშვა. მას შემდეგ მუსიკოსის განცხადებებს არაერთხელ მოჰყვა მითქმა-მოთქმა. უესტმა შეაქო ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი და თითქოს ჰოლოკოსტიც უარყო, რის შედეგადაც დასრულდა მისი თანამშრომლობა Adidas-თან და სხვა კომპანიებთან. წარსულში უესტს საქებარი სიტყვები აქვს ნათქვამი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართითაც.