Accentnews.ge
მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს

მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს

01/07/2024 15:36:50 სამართალი, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წევრი მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში "აგენტების კანონის" მხარდამჭერი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს.

იგი დეპუტატს ეუბნებოდა, რომ უნდა რცხვენოდეს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის.

მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მიიჩნია, რომ 2024 წლის 9 ივნისს მომხდარ ინციდენტში მარიამ წიწიკაშვილი სამართალდამრღვევი იყო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), მას ჯარიმა დააკისრა.

საქმის განხილვის დროს, მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატი სასამართლოს შეახსენებდა თმენის ვალდებულებას, რომელიც პოლიტიკოსებს აქვთ მათდამი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებთან.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S