
თურქეთში, ერთ–ერთ რესტორანში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 60–ზე მეტი დაშავდა
01/07/2024 16:54:08 მსოფლიო
თურქეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 დაშავდა. აფეთქებამ მიმდებარე ქუჩებზე მდებარე შენობებიც დააზიანა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიას ცნობით, შემთხვევის ადგილზე ათობით მაშველი სასწრაფოდ გაიგზავნა.
იზმირის გუბერნატორ სულეიმან ელბანი აცხადებს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.
მისი თქმით, ორმოცი ადამიანი უკვე გაწერეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.