
ხვალ თბილისში საფეხბურთო ნაკრების მსვლელობა დაანონსდა
01/07/2024 18:09:17 საზოგადოება
ხვალ თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მსვლელობა დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.
მისივე ცნობით, მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყება და თავისუფლების მოდანზე დასრულდება.
"2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს", – ნათქვამია მტავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ქართველი გულშემატკივარი ნაკრებს აეროპორტში დახვდება.
თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩამოფრინდება.
ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.
მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.