Accentnews.ge
იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა

იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა

01/07/2024 18:53:52 მსოფლიო

ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation (HRF) ხელმძღვანელი გახდა. ნავალნაიამ ამ თანამდებობაზე რუს ოპოზიციონერი გარი კასპაროვი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებ–გვერდი ავრცელებს.

„როგორც ადამიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა ის საფრთხეები, რაც დიქტატურას თან ახლავს და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ახლობლებსა და მთელ მსოფლიოს, მაქვს პატივი, ვიყო ფონდის ხელმძღვანელი", -განაცხადა ნავალნაიამ.

გარი კასპაროვი "თავისუფალი რუსეთის" ფორუმის თანადამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა, იულია ნავალნაიას თანამდებობაზე დანიშვნას ასე ეხმაურება:

"მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო იულია ნავალნაიას ახალ თანამდებობაზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S