
ზელენსკი: უახლოეს მომავალში Patriot-ის სისტემების დამატებით მიწოდებას ველით
02/07/2024 05:34:25 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები განიხილა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან Patriot-ის სისტემები სიცოცხლის გადარჩენასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში გვეხმარება. უახლოეს მომავალში ამ სისტემების დამატებით მიწოდებას ველით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.