
ნიდერლანდები: F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის უკრაინისთვის მიწოდების მიზნით ექსპორტის ნებართვა გაცემულია
02/07/2024 06:25:59 მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის უკრაინისთვის მიწოდების მიზნით ექსპორტის ნებართვა გაცემულია.
"საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრის სახელით გაცნობებთ, რომ პირველი თვითმფრინავების მიწოდება მალე მოხდება“, - აღნიშნულია კაისა ოლონგრენის წერილში, რომელიც მან წარმომადგენელთა პალატას გაუგზავნა.
წერილში აღნიშნულია, კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის და ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატას კონფიდენციალურად ეცნობება.