Accentnews.ge
კადიროვმა კიდევ ერთი ნათესავი დანიშნა მაღალ თანამდებობაზე

კადიროვმა კიდევ ერთი ნათესავი დანიშნა მაღალ თანამდებობაზე

02/07/2024 06:42:17 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი ძმისშვილი ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა.

27 წლის ხამზატ კადიროვი ასევე იკავებს ჩეჩნეთის ლიდერის მრჩევლის თანამდებობას.

მანამდე აღნიშნული პოზიცია ტურპალ-ალი იბრაჰიმოვს ეკავა, კადიროვის ბიძაშვილს, რომელიც კადიროვმა შალინის რაიონის ხელმძღვანელად გადაიყვანა.

  • 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ კადიროვმა თავის ძმისშვილს სიმამაცის ორდენი გადასცა.
  • 2023 წლიდან დღემდე ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის ქონებრივი და მიწის ურთიერთობების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
  • 2020 წელს ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრად დაინიშნა, რამზან კადიროვის თქმით, მისი ძმისშვილი იმიტომ იმსახურებდა თანამდებობას, რომ ახმატ კადიროვის (რამზან კადიროვის მამა და ჩეჩნეთის ლიდერი) შვილიშვილი იყო.
  • ცნობილია რომ ჩეჩნეთში თანამდებობებს იკავებენ კადიროვს ნათესავები – შვილები, ძმები, ძმისშვილები, სიძეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S