Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ დმიტრი გორდონს დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა

რუსულმა სასამართლომ დმიტრი გორდონს დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა

02/07/2024 06:56:58 მსოფლიო

რუსულმა სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს დმიტრი გორდონს დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა.

ჟურნალისტს "ტერორიზმის გამართლებას", "რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდებას", "რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების" გავრცელებას ედავებიან.

საქმის აღძვრის მიზეზი 2022 წლის მარტში გორდონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა გახდა, რომელშიც ჟურნალისტი "აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა".

გორდონის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S