Accentnews.ge
WSJ: NATO უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ზომებს ამზადებს

WSJ: NATO უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ზომებს ამზადებს

02/07/2024 07:33:34 მსოფლიო

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ახალი ზომები შეიმუშავეს ევროპაში ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერის ზრდისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების ფონზე. ამის შესახებ Wall Street Journal ნატოსა და აშშ-ში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ნატო ახალი ნაბიჯების შესახებ გამოაცხადებს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტზე, რომელსაც მომავალ კვირაში ვაშინგტონი უმასპინძლებს.

ახალ ზომებს შორისაა უკრაინაში ნატოს მაღალჩინოსნის გაგზავნა და გერმანიაში განთავსება ახალი სარდლობის, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის ტექნიკით დახმარებას და სამხედროების გაწვრთნას.

Wall Street Journal-ის წყაროები ამბობენ, რომ ოპერაციაში ჩაერთვება შეერთებული შტატების და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების 700-მდე სამხედრო და დიდწილად ნატო აიღებს თავის თავზე მისიას, რომელსაც ამერიკელები ასრულებენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გამოცემა მიუთითებს, რომ ახალმა ინიციატივამ, რომელზეც ნატო უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნოემბრის არჩევნებში თავის მეტოქე დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას სუსტი შედეგი აჩვენა, ტრამპმა კი უკმაყოფილება გამოხატა უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული ფულის მოცულობის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S