
15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი დაიკეტა
02/07/2024 07:46:03 რეგიონები, საზოგადოება
გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან ვიზიტორებისთვის დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს.
ინფორმაცია ტაძრის დაკეტვის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც და გადაადგილების უფლებას არც ჟურნალისტებს აძლევენ.
"პრეტენზიები და პრობლემები ნარჩუნდება საჯაროობის მიმართულებით. დღემდე არ ვიცით რა პროექტზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს. ვიცით, რომ გუმბათის გარეშე გადახურვა დაიწუნა, შესაბამისად, შემდეგი შეთავაზება ჩვენთვის უცნობია. თუკი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის საჯარო არ იყოს", - თქვა ჟურნალისტებთან "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021