
ყაზახი ოპოზიციონერი, რომელიც თანამემამულეებმა დაჭრეს, კიევში გარდაიცვალა
02/07/2024 08:29:18 მსოფლიო
ყაზახი ოპოზიციონერი აიდოს სადიკოვი, რომელიც გასულ თვეში კიევში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოპოზიციონერის ცოლმა ნატალია სადიკოვმა გაავრცელა.
მისი თქმით, კაცის სიკვდილი ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ ტოყაევის სინდისზეა.
სადიკოვს თავს 18 ივნისს დაესხნენ. ეჭვმიტანილები ყაზახეთის მოქალაქეები – ალთაი ჟაკანბაევი და მეირამ კარატაევი არიან. გამოძიების მიხედვით, ეს უკანასკნელი ოპოზიციონერის მანქანას მიუახლოვდა და თავის არეში ესროლა.
ეჭვმიტანილები თავდასხმის შემდეგ მოლდოვაში გადავიდნენ. მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ჟაკანბაევი 21 ივნისს ყაზახ სამართალდამცველებს ჩაბარდა.
ოპოზიციონერი მართავდა YouTube-არხს, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. და აკრიტიკებდა ყაზახეთის მთავრობას.
სადიკოვი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა. 2023 წელს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა და მასზე ძებნა გამოაცხადა.