
გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
02/07/2024 09:10:31 სამართალი, რეგიონები
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბისას ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.