![ხანძრის გამო ბერძნულ კუნძულზე ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/xxx_Kmb8LE8.jpg)
ხანძრის გამო ბერძნულ კუნძულზე ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა [ვიდეო]
02/07/2024 10:03:01 ევროპა
საბერძნეთის კუნძულ კოსზე ასობით დამსვენებლის ევაკუაცია განხორციელდა ტყის ხანძრის გავრცელების გამო.
მედია წერს, რომ ხანძრის მოახლოების გამო რამდენიმე ტურისტული სააგენტო იძულებული გახდა, 1-2 ივლისის ღამეს სასტუმროებიდან გაეყვანათ თავიანთი კლიენტები.
ერთ–ერთმა დამსვენებელმა პოლონური RMF24-ს უამბო, რომ გვიან ღამით ცეცხლი უკვე სანაპიროდან ჩანდა.
„დაგვარწმუნეს, რომ საშიში არაფერი ხდებოდა, რომ ხანძარი მთებში იყო და ვერტმფრენები დაფრინავდნენ მის ჩასაქრობად, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში სასტუმროში მოვიდნენ და გვითხრეს, სწრაფად დაგვეტოვებინა ტერიტორია,”- ყვება დამსვენებელი.
ევაკუირებული ადამიანები სკოლის სპორტულ დარბაზებში მოათავსეს.
ტურისტულმა კომპანია Apollo-მ განაცხადა, რომ კუნძულის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუცია ინსტრუქციები სრული ევაკუაციის შესახებ, ამიტომ ტურისტები კვლავ ეძებენ განსახლების ვარიანტებს.
ბერძნული Kathimerini იუწყება, რომ საფრთხის ზონიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი - ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები – იქნა ევაკუირებული.
გარდა კუნძულ კოსისა, ხანძარია ქიოსსა და კრეტაზეც.