Accentnews.ge
ზელენსკი: NATO-ს მომავალ გენმდივანთან საუბრისას უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

ზელენსკი: NATO-ს მომავალ გენმდივანთან საუბრისას უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

02/07/2024 10:10:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და NATO-ს მომავალ გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკი ქსელში წერს.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს იმისთვის, რაც პირადად მან, მისმა მთავრობამ და ნიდერლანდელმა ხალხმა უკრაინისთვის გააკეთეს.

"მივულოცე მარკს დანიშვნა და ალიანსთან უკრაინის სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, მარკ რუტემ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის "პოსტი" უკვე დატოვა, ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობას კი ის ოქტომბერში დაიწყებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S