Accentnews.ge
ორბანი – ზელენსკის: დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ

ორბანი – ზელენსკის: დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ

02/07/2024 11:59:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ, - იუწყება უკრაინული მედია.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება, გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა.

„გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის [ ევროკავშირის საბჭოს] პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ“, - განაცხადა ორბანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S